არითმია კვების შემდეგ - გასტროენტეროლოგია

კითხვა: 27 წლის გოგონას ტკბილის მიღების შემდეგ(შაქრიანი ყავა,ლიმონათი,ნაყინი,საზამთრო,კომპოტი...)ეწყება გულის აჩქარება,გულის რევის შეგრძნება და საერთოდ გული უხდება ცუდად. რა უნდა იყოს მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა თქვენი ჩივილის გამომწვევი იყოს საყლაპავი მილის პათოლოგია. ასევე, სასურველია გამოირიცხოს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი.
არ არის გამორიცხული ჩივილების ნევროგენული და ენდოკრინული მიზეზიც.
შესაბამისად უნდა მიმართოთ შემდეგ სპეციალისტებს:

  • გასტროენტეროლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • ნევროლოგი.

ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკას, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით. საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაცისაათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა