მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის დისბაქტერიოზი;
- დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზები;
- რა არის მალაბსორბცია;
- მკურნალობის მეთოდები.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
დისბაქტერიოზი
ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება.
მისი გამომწვევი მიზეზებია:
- ნაწლავური ინფექციები;
- ფერმენტოპათია;
- ალერგიული დაავადებები;
- აუტოიმუნური დაავადებები,;
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
- არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები;
- სტრესი;
- არასწორი კვება;
- გენეტიკური ფაქტორები.
ჩივილის გამომწვევი მიზეზი, ასევე შესაძლოა იყოს მალაბსორბცია.
მალაბსორბცია
აღნიშნული სინდრომის არსებობისას საკვები ნივთიერებები წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან ცუდად შეიწოვება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც საკვების მონელების, ისე მისი გადაადგილების პროცესის შეფერხება ნაწლავებში.
მალაბსორბცია შეიძლება განვითარდეს მონელების ნებისმიერ ეტაპზე აღმოცენებული დარღვევის გამო. ამ დროს ძნელდება როგორც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ისე ვიტამინებისა და მინერალების შეწოვაც.
მკურნალობის პირველი და ძირითადი პრინციპი კვების რეჟიმის გამოსწორებაა. ამასთან, აუცილებელია ანტიბიოტიკური და დიეტური თერაპიის შერჩევა. რისთვისაც
აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ გასტროსკოპიულ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva-kuchis-tkivili/31677
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანრთელობას!