კითხვა: გამარჯობა მოკლედ თვეებია მუცლის ღრუში ყრუ ტკივილი მაქვს ძირითადად მარჯვნივ მაგრამ მარცხნივაც გადასცემს და ხან მთლიან მუცელში მაქვს წვის შეგრძნება საშვილოსნოს ყელზე მქონდა ეროზია და მოვიწვი ყელი გინეკოლოგთან ვიყავი რამდენიმე დღის წინ საშვილოსნოც და საკვერცხეებიც წესრიგშიაო აპენდიციტი რო იყოს საკვერცხესაც შეეტყობოდაო შარდის და სისხლის ანალიზშიც არაფერია ვერავინ ვერ მეუბნება რა მტკივა რა შეიძლება იყოს ან ვისთან შეიძლება მივიდე?
პასუხი:
მოგესალმებით,
მუცლის ტკივილი შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იყოს. გასათვალისწინებელია გაქვთ თუ არა სხვა ჩივილები, მაგალითად:
- ტემპერატურის მატება;
- ღებინება;
- ფაღარათი;
- შარდვის გახშირება ან შემცირება და ა.შ.
მუცლის ტიკივის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ნაწლავთა გაუვალობა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- მუცლის ლიმფური კვანძების ანთება;
- მუცლის ან გულმკერდის აორტის აშრევება;
- საშარდე გზების ინფექცია და სხვა.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი კვლევები. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციას + მუცლის ღრუს ექოსკოპიას ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!