თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 21 წლის გოგო. მავს წყლული თორმეტგოჯაზე. ვსვამდი წამლებს ახლა ისევ ვიწყებ მკურნალობის გაგრძელებას. დიეტას ასე თუ ისე ვიცავ თუმცა საღამოს გაუსაძლისი გულის რევის შეგრძნება და უენერგიობა მაქვს. შეიძლება რომ მკურნალობის პარალელურად გულისრევის საწინააღმდეგო წამლები დავლიო? ან რატომ მაქვს ეს შეგრძნება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი - ჰელიკობაქტერია და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
თუ კუჭის ლორწოვანზე მოქმედი აგრესიული ფაქტორებისა და მისი დამცავი მექანიზმების ბალანსი დარღვეულია, ყოველთვის არსებობს დაავადების გამწვავების საშიშროება. ამიტომაც არის წყლული მორეციდივე პათოლოგია.
რაც შეეხება გულისრევას, იგი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ერთ–ერთი სიმპტომია.
გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად პრეპარატების მიღებას, რადგან არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა შესაძლოა, მოგცეთ უკუეფექტი, რაც გაამწვავებს მდგომარეობას და ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.
დაუკავშირდით ან მიბრძანდით თქვენს მკურნალ ექიმთან ვიზიტზე, ჩააყენეთ საქმის კურსში და სთხოვეთ მოგცეთ რეკომენდაცია, შესაბამის მედიკამენტზე.
ხოლო, თუ გსურთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.
ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა