კითხვა: გამარჯობა,მაწუხებს კუჭის წვა ყველანაირ საჭმელზე მაძლევს იჟოგას რომ ეძახიან მწვავს კუჭს, რას მირჩევდით როგორ მოვიქცე მასწავლეთ რაიმე როგორც ექიმმა რა მივიღო?
პასუხი:

მოგესალმებით!
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი შრის ანთებაა, რომელიც სხეულის ფუნქციებს არღვევს. გასტრიტის საწყის ეტაპზე ნელდება საკვების მონელება, რაც იწვევს ენერგიის დაკარგვასა და ზოგად სისუსტეს.
გასტრიტის სიმპტომებია:

  • სიმძიმის შეგრძნება;
  • გულძმარვა;
  • ღებინება;
  • დიარეა ან ფაღარათი;
  • შეშუპება;
  • მეტეორიზმი;
  • პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.

ქრონიკული გასტირტის შემთხვევაში ვითარდება ატროფია. ჯანსაღი უჯრედების ადგილას პათოლოგიური უჯრედები წარმოიქმნება.
კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი თავისთავად არ იწვევს რაიმე გართულებას, თუმცა მუდმივი დისკომფორტი აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არცთუ იშვიათად საკვების მიღების სასიამოვნო პროცესს ტკივილის მოლოდინის შემაწუხებელი შეგრძნება ცვლის.
დისტანციურად მედიკამენტურ მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ, ეს არაპროფესიული და არაკორექტულია.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს გასტროსკოპიას, ქირურგის კონსულტაციას და გასტროენტეროლოგის კონსულტაციას. აქციის ფარგლებში გამოკვლევის ფასია 90 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა