მოგესალმებით!
შესაძლოა თქვენი ჩივილების მიზეზი საყლაპავის დაავადებით იყოს გამოწვეული, საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია ხშირად იწვევს ასეთ სიმპტომებს. რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
გასტრიტი
არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
გასტრიტის სახეობებია:
- ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
- ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
- ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
- ფლეგმონური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).
დაავადება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების და ბაქტერიის ჰელიკობაქტერ პილორის გააქტიურების შედეგად.
გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, შესაძლოა კარდიოსპაზმიც. ასევე უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია. მიმართეთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს.
არ არის გამორიცხული ჩივილების ნევროგენული მიზეზიც, თუმცა ჯერ გასტროენტეროლოგს გაესაუბრეთ და თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი.
ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში სპეციალისტებთან ვიზიტი.
ასევე, შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევას 200 ლარის ნაცვლად – 90 ლარად და მიიღებთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციას უფასოდ.
აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს.
აქციით სარგებლობისათვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!