მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, ვფიქრობთ საშიში არაფერია.
დასაზუსტებელია, ხომ არ გაწუხებთ ყაბზობა ანუ შეკრულობა . ხშირად რექტალურ სისხლდენას ჰემოროიდი (ბუასილი) ან ანუსის ნაპრალი იწვევს.
დამოუკიდებლად თვითმკურნალობა, მაშინ როდესაც არ იცით რა არის მიზეზი, არ არის მიზანშეწონილი.
იმისთვის, რომ მკურნალობა შესაბამისი და ეფექტური იყოს, დიახ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ გასტროენტეროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც კონსულტაციას გაგიწევთ, მაღალკვალიფიციური ექიმი, ქალბატონი ეკა ზალიკიანი.
თუ გამოიკვეთება გასტროსკოპიის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!