კოლიტი, ბოყინი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემი ოჯახის წევრს წლებია აწუხებს ბოყინი, გავს სპაზმურ შეტევას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსდის და თუ შეტევის მომხსნელი პრეპარატი არ მიიღო ისე პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს. ჩართული გვყავს გასტროენტეროლოგი და ნევროპათოლოგი. საქმე იმაშია, რომ როცა მკურნალობის კურსი მთავრდება გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტევა უძლიერდება, ანუ მედიკამენტების დახმარებით კურსის პერიოდში უნელდება სრულიად არ ეკარგება ბოყინი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია. მაქვს შეკითხვა რა ტიპის დაავადება ეს და არის თუ არა რამე მეთოდი-გამოსავალი, რომელიც სრულიად მოაშორებს ამ დაავადებას. აქვე ავღნიშნავ, რომ აქვს თორმეტგოჯაზე წყლული, გაკეთებული აქვს ოპერაციაც, ახასიათებს კოლიტი და ბოყინი ამის შედეგია თუ სხვა რამეა კიდევ გამომწვევი მიზეზი. არის ნამკურნალევი აგრეთვე ტუბერკულიოზზე და შესაძლებელი ხომ არ არის ასეთი მკურნალობის მედიკამენტებს გამოეწვია ეს დაავადებები, რაზეც გვაქვს ეჭვი. ველით თქვენს რეკომენდაციებს. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,

კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კოლიტი ვითარდება მსხვილ ნაწლავში ინფექციის მოხვედრისას, ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად. დაავადების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მდგომარეობას, რადგან იმუნური დარღვევები, დაავადებული კუჭი, პანკრეასი და ღვიძლი, დისბაქტერიოზი ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ანთებას.

რაც შეეხება ბოყინს, იგი  წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.

საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.

შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.

უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

ასევე, გვაქვს ფასდაკლებები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვლევებზე, რომლებიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

სრული გასტროსკოპიული კვლევა: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

ენდოსკოპიური კვლევა: https://kirurgia.ge/article/31419/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-endoskopiur-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა