მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- არტერიული წნევის ნორმა;
- ნორმალური პულსის მაჩვენებელი;
- რა არის ბოყინი;
- ბოყინის გამომწვევი მიზეზები.
თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა.
ულისცემის სიხშირე, ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით სისხლი უნდა გადატყორცნოს გულმა სისხლძარღვებში. ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირე იმატებს ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ზრდასრული ადამიანის ნორმალური პულსი შეიძლება იყოს წუთში 60-დან 80-მდე, სპორტსმენებში 40-დან 60-მდე, ასაკოვან და დასუსტებულ ადამიანებში გულისცემამ შეიძლება წუთში 90-100-მდე მიაღწიოს, თქვენს შემთხვევაშ კი, წნევაც და პულსიც ნორმის პარგლებშია.
რაც შეეხება ბოყინს, იგი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.
შემაწუხებელი ბოყინის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- კარდიოსპაზმი;
- საყლაპავის აქალაზია;
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
- კარდიული სფინქტერის უკმარისობა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გასტრიტი;
- დუოდენიტი;
- დუოდენოსპაზმი;
- დუოდენოსტაზი;
- კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი;
- ნეიროვეგეტატიური დისტონია;
- ენტერიტი;
- კოლიტი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- მწვავე პანკრეატიტი.
უმჯობესია, მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!