მოგესალმებით,
ტერმინი კუჭის წყლული, რომელიც ხალხში გამოიყენება, აერთიანებს როგორც საკუთრივ კუჭის, ისე თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. წყლული შესაძლებელია, არსებობდეს როგორც ცალ–ცალკე, ისე ორივე ორგანოზე ერთდროულად.
კუჭის წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს.
თანამედროვე გასტროენტეროლოგია მის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა.
კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.
თუმცა, კუჭის წყლულების დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, როგორებიცაა:
- მოუნელებლობა (დისპეფსია);
- გულძმარვა;
- გულისრევის შეგრძნება.
კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით. შედეგად კი კუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას. ყოველივე ამას კი, ძირითადად იწვევს:
- ჰელიკობაქტერ პილორი (H. pylori) - ბაქტერია;
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები , განსაკუთრებით კი მაშინ , თუ ეს წამლები ხანძლივად და დიდი დოზებით მიიღება.
ჰელოკობაქტერისთან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
2 ათეული წელია Helicobacter pylori-ს ერადიკაციულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა HP ასოცირებული წყლულების რეციდივები და გართულებები.
აუცილებელია, მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგან ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი, ვიზიტისას, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებითი გამოკვლევები, ამის შემდგომ კი, დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!