რეფლუქს–ეზოფაგიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა გასტროსკოპიის შემდეგ ექიმმა ასეთი დიაგნოზი დამისვა იქნებ მითხრათ რას ნიშნავს. საყლაპავი მილი თავისუფლად გამავალი,ლორწოვანი ანთებადი ქვემო მესამედში, კარდიული რგოლი იხურება სრულად,კუჭის ლორწოვანი ვარდისფერი,ჰიპერემიული ლაქებით,ნაოჭები სადა, მოთეთრო ფერის ნადებით,სანათური იშლება თავისუფლად ჰაერის მიწოდების შემდეგ, პერისტალტიკა საღი , პილორუსი ღია 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვი დეფორმული, შევიწროვებული, ფიბროსკოპი ტარდება გაძნელებით, ლორწოვანი შეშუპებული,ჰიპერემიული მედიალურ და უკანა კედელზე ჩანს წყლულები ზომით 7-5 მმ ზე ფიბრინის ნადებით ირგვლივ გამოხატული ანთებადი ინფიტრაციით დასწვრივი ტოტის ლორწოვანი ვარდისფერი,ნაღველოვანი შიგთავსით. დასკვნა : 12 გოჯა ნაწლავ ის წყლულოვანი დაავადება ბულბიტი ზედაპირული გასტრიტი და ეზოფაგიტი. რამოდენიმე კითხვა მაქვს. რამდენად არის მიზეზი ენაზე სქელი თეთრი ნადების და პირის სიმშრალის. ასევე მაქვს თუ არა მჯავიანობის უკან ამოსვლა ანუ რეფლუქს ეზოფაგიტი ან ცალკე ეზოფაგიტი რას ნისნავს? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ მოხვდეს. რეფლუქს–ეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
დიახ, თქვენი დაავადებათა ერთობლიობა, შესაძლოა იწვევდეს ენაზე თეთრ ნადებსა და პირის სიმშრალეს.
დაავადება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების და ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების შედეგად.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • რაციონალური კვების დაცვა;
  • მოწევასა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა.

მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხების შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა