ნაწლავების ატონია, მეტეორიზმი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუჭიდან საკვების ევაკუაცია ძალიან შენელებული, მაწუხებს მუდმივი შებერილობა და ნაწლავების ატონია. მიმოწერის რეჟიმში თუ შეგიძლიად მირჩიოთ როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩივილის გამომწვევია ატონია, იგივე ზარმაცი ნაწლავის სინდრომი. პათოლოგია ვითარდება ორგანიზმის საერთო ტონუსის შემცირების, მჯდომარე ცხოვრების წესისა და არარეგულარული კვების, ასევე დეფეკაციის ხშირი დარღვევის გამო.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს.
მონელების დარღვევის გამო კი, ნაწლავებში აირები გროვდება, რასაც მეტეორიზმი ეწოდება.
მიმოწერის რეჟიმში მკურნალობის დანიშვნა დაუშვებელია. ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება. მკურნალობის ჩასატარებლად შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების გაცნობისა და შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა