მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენი ჩივილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კოლიტს, რომელიც მსხვილი ნაწლავის ანთებაა და ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით.
ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა. კვების რეჟიმისა და რაციონის ხანგრძლივი და უხეში დარღვევა ასევე შეიძლება იყოს ერთ–ერთი
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების, ანთების, ეროზიების ან წლულების გაჩენას ახასიათებს საერთო სისუსტე, დეფეკაციის დარღვევა, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, ტკივილი მუცლის სხვადასვა მიდამოში, მეტეორიზმი, ტენეზმები. დეფეკაციის შემდეგ, ისევე როგორც თქვენ, პაციენტს აქვს ნაწლავის არასრულყოფილად დაცლის შეგრძნება, დეფეკაციის ცრუ სურვილები, რასაც თან ახლავს გაზების და ცალკეული განავლოვანი მასების გამოყოფა.
მნიშვნელოვანია გატარდეს დიფერენციული დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან, რადგან ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ჰგავს ერთმანეთს.
დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
თქვენ შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ უფრო ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ე.ი. მაქვს შემდეგი სიმპტომები: შებერილობა, მეტეორიზმი, ყაბზობაც და ფაღარათიც. ანუ კუჭში გასვლა მიჭირს მაგრამ როცა გავდივარ აშლილი მაქვს.. თითქმის წლებია არ მქონია ბილომდე დაცლის შეგრძნება და დიდ დისკიმფორტს მიქმნის ცხოვრებაშიც.. რა შეიძლება იყოს და რა ვუშველო
პასუხი: