კითხვა: გამარჯობა ესეიგი კვების დასრულების მერე მეწყება ხველა ცოტა ხნით არც კუჭი მტკივა არაფერი უბრალოდ ზურგი მეჭიმება და ისიც წამოწოლის მერე გამივლის მაინტერესებს რასთან მაქვს საქმე.
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად, ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან, მაგალითად როგორიცაა მტვერი,კვამლი და ა.შ.

თუმცა, თქვენს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ უჩივით კუჭის ტკივილს, ვფიქრობთ საქმე ეხება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, რადგან სწორედ მისი გავრცელებული გამოვლინებაა მშრალი ხველა კვების შემდეგ.

დაავადების გამომწვევი  მიზეზი დაუდგენელია, თუმცა გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს,  საყლაპავის სხვა ნაწილების შეკუმშვისას საყლაპავის ქვედა სფინქტერი, რომლის დანიშნულებაც საკვების უკუსვლის შეკავებაა, შეკუმშვის ნაცვლად დუნდება.

რა თქმა უნდა, დისტანციურად ზუსტ მიზეზს ვერ მოგახსენებთ. შესაძლოა ასევე საყლაპავის თიაქრთან გვქონდეს საქმე .

საჭიროებთ გასტროენტეროლოგის გასინჯვას ,რისთვისაც  შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში  კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში    შემოგთავაზებთ ფასდაკლებას,რასაც  ვრცლად იხილავთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა