კითხვა: გამარჯობა,ბაბუა მყავს მწოლიარე 95 წლის,ორი დღის წინ დაეწყო ფაღარათი,იმოდიუმიც დავალევინე,ლევომიცეტინიც მაგრამ შედეგი არ მოგვცა,გუშინ გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს ყოფილ მერვე საავადმყოფოში,ორ საათში უკან გამოუშვეს,გუშინ მთელი დღე არ ქონია კუჭის მოქმედება და დღეს ერთი საათის წინ ისევ ფაღარათი დაემართა.ძალიან მიჭირს კიდევ საავადმყოფოში გადაყვანა.იქნებ რჩევა მომცეთ რით დავუწყო მკურნალობა.ვირუსი არამგონია იყოს რადგან გარეთ არ გავდივართ,არც სიცხე აქვს არც პირღებინება.წინასწარ გიხდიტთ მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა რაც ბაბუათქვენის ასაკში, მეტად საშიშია.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული მიდგომა იქნება.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ კვლავ გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა