მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ელენთა;
- ელენთის ფუნქცია.
ელენთა ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი ორგანოა, მარცხენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს და არ სცდება ნეკნთა რკალს. ნორმალური ელენთა ხელით არ ისინჯება. ამ ორგანოში ლოკალიზებული ლიმფოციტები წარმოქმნის ანტისხეულებს პათოგენების: ვირუსების, ქსოვილის მკვდარი უჯრედების, დაშლილი ერითროციტების წინააღმდეგ, ანადგურებს მათ და ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას. ელენთაშივე ხდება ხანდაზმული და ფუნქციადაკარგული ერითროციტების დაშლა. ის სისხლის დეპოც არის – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელსაც ელენთა ორგანიზმში გადაისვრის საჭირო დროს, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და სისხლზე მოთხოვნა იმატებს. ადამიანს შეუძლია ელენთის გარეშე ცხოვრება, თუმცა ამ შემთხვევაში ინფექციებისკენ მისი მიდრეკილება მოიმატებს.
დასაზუსტებელია, ჩატარებული გაქვთ თუ არა რომელიმე გამოკვლევა, რაც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად ელენთაა დამნაშავე, თუ არა.
უშუალოდ ელენთის ტკივილი დაკავშირებული იქნებოდა მის გადიდებასთან და ამაზე ექოსკოპიური კვლევა გაგცემდათ ზუსტ პასუხს, თუმცა მარცხენა ფერდქვეშა არეში ტკივილი უხშირესად ნაწლავურ პრობლემებთან არის ხოლმე დაკავშირებული (მეტეორიზმი, მონელების დარღვევები). გარდა ამისა, შეიძლება ხერხემლის პათოლოგიაც იწვევდეს ამ არეში ტკივილს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს, შეგირჩევთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!