კითხვა: გამარჯობა 19 წლის გოგონა მყავს ხშირად გულის რევის შეგრძნება ააქვს განსაკუთრებით თუ ცხიმიანს და შემწვარს შეჭამს სისხლის საერთო გავუკეთე ჰემოგლობინი 110ააქვს და სვაამს ეუთუროქსინს. გემოგლობინი დაბალი ხომ არაა? ფერადობის მაჩვენებელი 0,8 აქვს, თავსაც ხშირად იტკიებს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰემოგლობინი არის რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილა წითელი სისხლის უჯრედებში.
ორგანიზმში მისი მომატება ან დაქვეითება მრავალ დაავადებას იწვევს.
ჰემოგლობინის მომატების მიზეზი შესაძლოა შინაგანი ორგანოები ან გარემო გახდეს.
15-19 წლის ასაკში ჰემოგლობინის ნორმა არის – 120-140 გ/ლ.
სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ასახავს ერითროციტების პიგმენტ ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა 0,9-1,10-ია და ძირითადად ანემიების დიფერენციაციისთვის გამოიყენება.
თქვენი შვილის შემთხვევაში, მხოლოდ ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საგანგაშო არაფერია.
რაც შეეხება გულის რევის შეგრძნებას, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ, სასურველია, გამოირიცხოს კუჭ–ნაწლავის პათოლოგია.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, დაენიშნება პაციენტს დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, შეფასდება მდგომარეობა ობიექტურად და მიეცემა რეკომენდაცია მკურნალობის შესახებ.
გასტროსკოპიული კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა