მოგესალმებით,
ენა ადამიანის ორგანიზმის უნიკალური ნაწილია, რომლის დახმარებითაც, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვიღებთ სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს. თეთრი ფერის ნადები ხშირად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მაგალითად გასტრიტისა და წყლულის არსებობაზე.
თეთრი ფერის ნადები ჩნდება შემდეგი პათოლოგიების დროს:
- სტომატიტი;
- თირკმელების ანთება;
- საშარდე გზების ანთება;
- სტრესი;
- ნერვული გადაძაბვა;
- დისბაქტერიოზი;
- კანდიდოზი.
ენის გაწმენდა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის დახმარებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკანა მხარეს, სპეციალური ენის საწმენდი და ფაქიზად დაიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ნადების მექანიკური მოშორება არც ისე ეფექტურია, საჭიროა, მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა, რაც დისტანციურად შეუძლებელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში თერაპევტთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, კონსულტაციისას შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!