კითხვა: გამარჯობა . გავიკეთე საყლაპავის თიაქარის ოპერაცია. გასტროტი მაწუხებს წლების მანძილზე. ოპერაციის შემდებ მაქვს საყლაპავის ანთება, დამწვარი მაქვს ენა და ყელი.მეუბნებიან კუჭის მჟავე წვენი ამოდის და იდ გიწვავსო. ვსვამ სიმალგელს და ულსეპანს შედეგი არ მაქვს. ოპერაციის შემდეგ დამეწყო ცოტა მშრალ საკვებზე ლუკ მის გულზე დადგომა და ზოგჯერ ბოდიში და ამ დროს ლორწოც ამომდის. პირი სულ მაქვს წითელი და ენა მეწვის. იქნებ მირჩიოთ რა მივიღო როგორ მოვიქცე, დიეტაზე ვარ. თიაქარის ბრალიაო გავიკეთე იპერაცია მაგრამ ეს პრობლემები მაინც მაწუხებს. დიდი იმედით ველოდები თქვენს პასუხს. გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანცურად დიაგნოსტირება გაგვიჭირდება, თუმცა შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს რეფლუქსი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა. იგი ხასიათდება კუჭის შიგთავსის ამოსვლით საყლაპავში და შესაძლოა წარმოიქმნას დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაციის შემდგომაც.
თქვენს შემთხვევაში , უმჯობესია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდგომ დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და სათანადო მკურნალობას.
ასეთ დროს ინიშნება დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს.
დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღლკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა