მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის დისბაქტერიოზი;
- დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზები;
- თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები;
- აქცია - ფასდაკლება.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
დისბაქტერიოზი ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება.
მისი გამომწვევი მიზეზებია:
- ნაწლავური ინფექციები;
- ალერგიული დაავადებები;
- აუტოიმუნური დაავადებები;
- ფერმენტოპათია;
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
- არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები;
- არასწორი კვება;
- სტრესი;
- გენეტიკური ფაქტორები.
მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოსტირება გაგვიჭირდება, რადგან თავის ტკივილის მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც, საკმაოდ შორს წაგვიყვანს.
ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:
- ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
- ტვინის გარსების პათოლოგია;
- თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება;
- ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
- ქალასშიგა წნევის მომატება;
- ჰიპოტონია;
- ჰიპერტონია.
თქვენს შემთხვევაში, რაკი კარდიოლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა, სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან და გასტროენტეროლოგთან რადგან შესაძლოა, სიმპტომთკომპლექსი უკავშირდებოდეს როგორც ხერხემლის სვეტის პათოლოგიებს, ისე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებებს, ვრცლად იხილეთ ბმულებზე:
- ნევროლოგის კონსულტაცია - https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
- გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და მუცლის ღრუს ექოსკოპია – https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491
უშუალო ვიზიტის დროს, ანამნეზურ მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!