ღვიძლის ექოსკოპია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ღვიძლის ექოსკოპიის სურათი ასეთია: პარენქიმა ჰომოგენური შენების საშუალო ექოგენობის.მე 5 თე სეგმენტში ისახება 24/40 მმ ზომის სპირალისებური ფორმის მკაფიო სწორი კონტურების მქონე ერთგვაროვანი შენების დაბალი ექოგენობის კერა......4 თვის შემდეგაც იგივე სურათია...ექიმმა მითხრა ეს არაფერი არ არის და დავაკვირდეთ პერიოდულადო.....თქვენ რას მირჩევთ....მადლობა..
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ მონაცემით შეუძლებელია წარმონაქმნის რაობის დადგენა ,თუმცა აღწერილობით შესაძლოა ეჭვი იქნეს მიტანილი პარაზიტის არსებობაზე .
ოთხი თვის თავზე იდენტური სურათი , გარკვეულწილად , დაცდის ტაქტიკის გამოყენების საშუალებას ნამდვილად გვაძლევს ,თუმცა უფრო მეტად დაზღვეული ყველა შესაძლო რისკისაგან იქნებით თუ დაზუსტდებოდა პათოლოგიის არსი .
ამისათვის , სასურველია ,ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია ,თუმცა აჯობებს კვლევა დანიშნოს ექიმმა თქვენთან უშუალოდ შეხვედრის და კონსულტირების შემდეგ .
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან და თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა