კითხვა: მაქ კუჭნაწლავის პრობლემა და ხშირად მეშლება კუჭი რისი ბრალია მითხარით?
პასუხი:

მოგესალმებით,
დიარეა, იგივე ფაღარათი, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.
დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე.
დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია:

  • ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა;
  • ვირუსები – კერძოდ, ენტეროვირუსები (ადენოვირუსი, როტავირუსი,);

არაინფექციური გამომწვევებია:

  • კვებითი ალერგენები;
  • მედიკამენტები (მათ შორის – მეტრონიდაზოლი, დალაცინი);
  • თირეოტოქსიკოზი;
  • ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, ქალბატონი ეკა ზალიკიანი შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
სავარაუდოდ საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412 
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა