ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემს მეუღლეს აქვს მუცლის არეში წვის შეგრძნება და რას უნდა ნიშნავდეს ეს. თან ძალიან სტკივა წელი. ვუკეთებ დიკლობერლს ხო არ არის ერთმანეთთან კავშირში?
პასუხი:

 მოგესალმებით, 

მოგახსენებთ, რომ ზოგადად წელის არეში ტკივილის  მიზეზი ყველაზე ხშირად განპირობებულია პანკრეასის, თირკმელების, მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებით, რომლებიც მუცლის პერიტონიუმის  უკანაა ლოკალიზებული.

თუ მუცლისა და წელის ტკივილს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ პროსტატის პათოლოგია, თუმცა ასეთ დროს პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს   შარდის გამოყოფის პრობლემები.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ სასურველია პირველ რიგში ვიზიტი განახორციელოთ გასტროენტეროლოგთან, რათა გამოირიცხოს კუჭ–ნაწლავის პათოლოგიები.

ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, რომელიც არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეცილისტი, მათ შორის ნევროლოგიც.

საჭიროების შემთხვევაში,  შემოგთავაზებთ  გასტროსკოპიულ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

ხოლო ნევროლოგთან კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.

თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ უპრეცედენტოდ დაბალ ფასად: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა