კოლიტი, სტეატოზი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 21 წლის გოგო. ჩემი დიაგნოზია თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიული ბულბიტი. გასტრიტი. კოლიტი. ღვიძლის დისტროფია. დამინისნეს მკურნალობა და მაინტერესებს რამდენად სწორადაა შერცეული აპიჯელი დღეში 1 ხელ. პანზატი დღეში სამჯერ, პროტონესი დღეში 1ხელ, დე ნოლი 2-2 დღეში ორჯერ, ბეტამოქსი დღეში ორჯერ, მუკოგენი დღესი 3ჯერ, ენტენორმი 2-2 დღეში სამჯერ, ეფცენი მხოლოდ 2 აბი 2 კვირის გაბმავლობასი და კოლინი 2-2კაფსულა დღესი სამჯერ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
აღნიშნული დაავადების დროს ინიშნება დიეტა, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს:

  • ცხიმიანი საკვები;
  • შემწვარი საკვები;
  • მსუყე წვნიანები;
  • გაზიანი სასმელი;
  • ცოცხალი ხილი;
  • ბოსტნეული.

კვების რაციონში დაშვებულია:

  • მოხარშული თევზი;
  • უცხიმო ხორცი;
  • ქათმის ხორცი;
  • გამომცხვარი ბოსტნეული.

რაც შეეხება ღვიძლის დისტროფიას, მას სამედიცინო ენაზე სტეატოზიცხიმოვანი ღვიძლი ეწოდება.
ამ დროს ღვიძლის უჯრედებში, ჰეპატოციტებში, ცხიმი ჭარბად ლაგდება. მისი განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებას ერთი კონკრეტული მიზეზი არც აქვს – სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს იჩენს თავს.
ღვიძლის სტეატოზის სპეციფიკური თერაპია არ არსებობს, მკურნალობა უმთავრესად რისკფაქტორების მოდიფიცირებას გულისხმობს.
ჭარბი წონის არსებობისას აუცილებელია:
კვების მოწესრიგება;
წონის კონტროლი;
ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში);
ჰიპერგლიკემიისა და ლიპიდური სპექტრის რეგულირება.
თქვენ გასაჭიროებათ მკურნალობა, რათა არ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება და ეროზიული უბნის წყლულად ჩამოყალიბება.
ამ ეტაპისთვის დანიშნული მკურნალობა, დიაგნოზის ადეკვატურია , თუმცა მედიკამენტების ეს კომბინაცია, სხვა ექიმის მიერ დანიშვნის შემთხვევაში, შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო. ამ ეტაპზე უნდა მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ხოლო ალტერნატიული აზრის და მკურნალობის დანიშვნის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ექიმს.
ასეთი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ჩვენი კლინიკის შესაძლებლობები, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, ასევე დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. რის მეშვეობითაც, პაციენტებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა