გასტროეზოფაგური რეფლუქსი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა 5 დღეა ვარ შესამჩნევლად ცუდად რასაც ვჭამ გულის რევის შეგრძნება მაქვს, ვჩამ ცუდად ვარ არ ვჭამ ცუდად ვარ. თითქოს მჟავისებური შეგრძნებაც მუცლის არედან, გულის არეში ჭვალები მაქვს ზურგშიც და თან მტკივა. როგორ მოვიქცე იქნებ მითხრათ?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს, რომელიც  საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.

გარდა ამისა,  ამ დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს სხვა სიმპტომებიც ,როგორიცაა: საყლაპავის ტკივილი და ანთება (ეზოფაგიტი), უსიამოვნო გემო პირში, ტკივილი გულმკერდის არეში, მუცლის შებერილობა და ბოყინი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ყლაპვის გაძნელება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ისეთ შეგრძნებას, თითქოს ყელის ქვედა ნაწილში გაჭედილია საკვების ნაწილი.

უმჯობესია,  მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ  დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევებს, დასვამს დიაგნოზის, შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.

ვიზიტისას, თუ გამოიხატება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა