მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ, ერთ–ერთი სიმპტომია ბოყინი, ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა თქვენი ჩივილების მიზეზი საყლაპავის დაავადებით იყოს გამოწვეული, საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია ხშირად იწვევს ასეთ სიმპტომებს. რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, შესაძლოა კარდიოსპაზმიც. ასევე უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია.
მიმართეთ გასტროენტეროლოგს ან თერაპევტს.
პირველ რიგში, გაესაუბრეთ გასტროენტეროლოგს და თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ მკურნალობაში უნდა ჩართოთ ოტო–რინო–ლარინგოლოგი.
შეგიძლიათ, ამ მიზნით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!