მოგესალმებით,
საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.
ზოგიერთს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ტრავმის შედეგად უვითარდება. არის შემთხვევები, როცა ადამიანს დიაფრაგმის ხვრელის თანდაყოლილი სისუსტე აქვს ან დიაფრაგმაში არსებული ხვრელი დიდი ზომისაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევას ზრდის, შესაძლოა თიაქრის მიზეზად იქცეს. ეს შეიძლება იყოს:
- ძლიერი ხველა;
- ღებინება;
- ორსულობ;
- ასციტი ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
- მძიმე საგნების აწევა.
თიაქრის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, შემდეგ შემთხვევებში:
- პაციენტის ასაკი 50 წელს აღემატება;
- პაციენტი ჭარბწონიანია;
- პაციენტი მწეველია.
როგორც აღნიშნავთ მკურნალობის კურსი დაასრულეთ, თუ გამოირიცხა გასტროლოგიური პათოლოგიები, მაშინ შესაძლებელია წონაში მატება, ჰორმონული დისბალანსის ბრალი იყოს, თუმცა დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა არაეთიკურია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგელბში შემოგთავაზებთ, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას, 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად.
გამოკვლევის შემდეგ, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ მკურნალობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!