სისხლიანი ნერწყვი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 50 წლის. კუჭში გასვლისას, გაჭინთვის შემდეგ ზოგჯერ ცოტა სისხლიანი ნერწყვი ამომდის პირიდან. ისე არაფერი არ მაწუხებს და არ მტკივა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართო? გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად, გასინჯვისა და ლაბორატორიული კვლევების გარეშე, შეუძლებელია დიაგნოზის დასმა.
შესაძლებელია, ნერწყვში სისხლის არსებობას იწვევდეს, კუჭისა ან საყლაპავის დაზიანებები.
რაც მალე მიმართავთ ამ პრობლემით გასტროენტეროლოგს, უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც დაგენიშნებათ მკურნალობა აპრობირებული მეთოდით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა