მოგესალმებით,
კვების შემდგომ ღებინებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ეს სიმპტომი ძირითადად ვირუსული გასტროენტერიტის დროს გვხვდება.
ღებინების გამომწვევი სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გასტროპარეზი (მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს);
- ობსტრუქცია ნაწლავებში;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ნაწლავების იშემია;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, კონკრეტულად რომელი პათოლოგია იწვევს აღნიშნულ ჩივილს, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და შეირჩევა მკურნალობის შესაბამისი და ინდივიდუალური კურსი.
ვიზიტისას თუ გამოიხატება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებათ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!