მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, რექტალურ სისხლდენას ჰემოროიდი (ბუასილი) ან ანუსის ნაპრალი იწვევს, თუმცა ანგიოდისპლაზიამ (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია), პოლიპმა, ყაბზობამ, დიარეამ, დივერტიკულოზმა (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე), ნაწლავთა გაუვალობამ, პროქტიტმა და სწორი ნაწლავის ერთეულმა წყლულმაც შეიძლება გამოიწვიოს.
თავი აარიდეთ თვითმკურნლობას, არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა შესაძლოა, გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება.
რაც მალე მიმართავთ ამ პრობლემის არსებობისას სპეციალისტს უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!