როგორ დავიცვათ თავი ბუასილისგან?

როგორ დავიცვათ თავი ბუასილისგან?

ბუასილი პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში უმოძრაო, არააქტიური ცხოვრების წესი და არაჯანსაღი კვების რაციონია. გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბუასილის პრევენცია შესაძლებელია.   

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო–ქირურგი, ენდოსკოპისტი ლაშა სილოგავა.

პროქტოლოგი გირჩევთ:

  • რეგულარულად მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები. მცენარეული ბოჭკო მნიშვნელოვანია ნაწლავის ნორმალური შიგთავსის ჩამოყალიბებისა და იქ არსებული მიკროფლორის სათანადო ფუნქციონირებისთვის. ბოჭკო ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას, აწესრიგებს ნაწლავშიდა წნევას და ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს. ბოჭკოს შეიცავს ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი: ფორთოხალი, ბანანი, ავოკადო, გოგრა, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ბარდა, ვაშლი, ლობიო, ნუში, ბროკოლი, მსხალი, ბროწეული, მაყვალი, მწვანე ბოსტნეული, ოსპი, ჟოლო, კივი, ალუბალი, ლეღვი. ასევე ბოჭკოთი მდიდარია მარცვლეული. განსაკუთრებით სასარგებლოა ხორბლის ქატო. ამასთან, უჯრედისით მდიდარია ზღვის პროდუქტებიც;
  • სასურველია, რომ რაციონიდან ამოიღოთ ან მაქსიმალურად შეზღუდოთ ცხარე და მწარე საკვები, ალკოჰოლი, ყავა;
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
  • ძალიან სასარგებლოა და ხშირად უნდა დალიოთ წყალი;
  • დაიცავით ადგილობრივი ჰიგიენა;
  • რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური აქტივობა;
  • ბუასილის განვითარების ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი სიმსუქნეა, შესაბამისად, აუცილებელია ზედმეტი წონის დაკლება;
  • არ შეიკავოთ თავი კუჭის მოქმედებისგან, დაუშვებელია ბუნებრივ მოთხოვნილებაზე უარი;
  • მოერიდეთ მძიმე ნივთების აწევას;
  • თავი დაიცავით ყაბზობისგან, შეკრულობისგან;

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგს ლაშა სილოგავას ნომერზე 599 10 50 31.

გისურვებთ ჯანმრთელობას!