- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
სოკოს ყველა მოყვარულმა იცის, რომ ეს გემრიელი საკვები ყველაზე ხშირად ხდება ინტოქსიკაციის მიზეზი.
მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი სოკო, ისე კერძის მომზადებისას რიგი მნიშვნელოვანი წესების უგულებელყოფა.
სამწუხაროდ, ზოგჯერ გარკვეული მიზეზების გამო გარშემომყოფები ვერ აცნობიერებენ (ვერ ცნობენ), რომ ადამიანი სოკოთი მოიწამლა და ამის გამო გვიანდება მისი ჰოსპიტალიზება. გაითვალისწინეთ, რომ ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას და განსაკუთრებით მაშინ თუ სოკო მიირთვით, დროულად უნდა მიმართოთ კლინიკას. რაც მალე დაიწყება კომპლექსური მკურნალობა, მით ნაკლებ უარყოფით გავლენას იქონიებს შხამი ორგანიზმზე.
ამ სტატიაში ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი მოგვითხრობს, თუ როგორი ტიპის სოკო არ უნდა მივირთვათ და რომელია სასარგებლო.
გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვათ შემდეგი წესები:
- ტყეში მხოლოდ იმ სახეობის სოკო შეაგროვეთ, რომლის შესახებაც ზუსტად იცით, რომ საკვებად ვარგისია და არ მოგწამლავთ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თითქმის ყველა საკვებად ვარგისი სოკოს ფონზე „შხამიანი ორეული“ იზრდება და ვიზუალური მსგავსების გამო რთულია ერთმანეთისგან გარჩევა;
- სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და არ გაუსინჯოთ გემო;
- საკვებად არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ ის სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი შესქელება (როგორიცაა მაგალითად, თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
- არასდროს შეაგროვოთ და საკვებად გამოიყენოთ გადამწიფებული, ჭიანი, გაფუჭებული და წყლით გაჟღენთილი სოკო;
- ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს (თერმული დამუშავების გარეშე);
- არასდროს მიირთვათ სოკო ალკოჰოლთან ერთად;
- არ შეიძლება სოკოს შეგროვება ყინვის შემდეგ;
- არ შეაგროვოთ სოკო, რომელიც იზრდება ქუჩებთან და ცენტრალურ გზასთან, ავტობანთან ახლოს, რადგან ასეთ პირობებში სოკო გაჟღენთილია მძიმე მეტალებით;
- სასურველია კერძი მოამზადოთ იმავე დღეს, როცა სოკოს დაკრეფთ;
- არასდროს მოამზადოთ სოკოს კერძი ლითონის ჭურჭელში;
- საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს შხამიანი სოკოს ამოცნობა მარტივია და ხახვთან და ნიორთან ხარშვისას ის გაშავდება ან ვერცხლის კოვზის გამოყენებისას ფერს შეიცვლის, ტყუილია;
- დაუშვებელია სოკოს კერძის გაცხელება და საკვებად გამოყენება მომზადებიდან მეორე დღეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!