სასარგებლოა თუ არა ბავშვისთვის ძროხის რძე?

სასარგებლოა თუ არა ბავშვისთვის ძროხის რძე?

მშობლები ხშირად ინტერესდებიან არის თუ არა ძროხის რძე და ძროხის რძის ნაწარმი ბავშვისთვის სასარგებლო.

ამ შეკითხვით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსს მაია აბალოიძეს.

„აღსანიშნავია, რომ ძროხის რძე და მისი ნაწარმი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. წარმოადგენს კალციუმისა და B–ჯგუფის ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს“, – აცხადებს ქალბატონი მაია.

ძროხის რძისგან დამზადებული მაწონი და ხაჭო

ძროხის რძის ნაწარმი, მაწონი, რეკომენდებულია 7 თვიდან, როგორც დამოუკიდებელი კვება.

იგი უნიკალური რძემჟავა პროდუქტია. მაწვნის როგორც რძემჟავა პროდუქტის უპირობო უპირატესობა რძის ცილის მაღალი შეთვისებადობა და ლაქტოზის (რძის შაქრის) დაბალი შემცველობაა.  ასევე ხაჭო, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

რა ასაკიდან შეიძლება ძროხის რძის მიღება?

ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძე შეგიძლიათ დაამატოთ 1 წლის ასაკიდან და აუცილებლად განზავებული სახით.

12 თვემდე ასაკის ჩვილები

ჩვილისთვის 12 თვემდე ძროხის რძე არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში ცილა 3–ჯერ მეტია, ვიდრე ქალის რძეში და 2–ჯერ მეტი ვიდრე ხელოვნურ ფორმულაში. ძროხის რძე კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3–ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილის ორგანიზმისთვის საზიანოა.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსს მაია აბალოიძეს ნომერზე 593 24 97 42.

გისურვებთ ჯანმრთელობას!