ორსულობა და თმის შეღებვა – როგორ უნდა შეიღებოს ორსულმა თმა?

ორსულობა და თმის შეღებვა – როგორ უნდა შეიღებოს ორსულმა თმა?

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს თმის შეღებვა? ამ შეკითხვაზე პასუხი ბევრ ორსულს აინტერესებს.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

მეან–გინეკოლოგის 5 ოქროს რჩევა ორსულებს თმის შეღებვასთან დაკავშირებით:

  • რეკომენდებულია თმა არ შეიღებოთ მეორე ტრიმესტრამდე. ორსულობის დასაწყისში, ჰორმონული გარდატეხის ფონზე, შესაძლოა თმის ზრდა უფრო აქტიური იყოს და შესაბამისად, მისი შეღებვაც უფრო ხშირად გიწევდეთ. უმჯობესია თუ შეღებვისგან თავს შეიკავებთ ორსულობის 12 კვირამდე (პირველი 3 თვე), რადგან 12 კვირამდე ხდება ნაყოფის ორგანოგენეზი (ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი). მიუხედავად იმისა რომ უამიაკო და ბუნებრივი საღებავი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, გარისკვა არ ღირს;
  • ყველაზე უსაფრთხოა თმის ბოლოების შეღებვა და არა თმის ძირების;
  • თმის ძირების შეღებვისას გამოიყენეთ სპეციალური შესაღები ქუდი, რათა არ მოხდეს კანთან საღებავის შეხება ან შეხება იყოს მინიმალური. გახსოვდეთ, რომ კანის ფორებიდან საღებავის შეწოვა უფრო კარგად ხდება, რაც გარკვეულ რისკს ქმნის;
  • გამოიყენეთ უამიაკო ან ბუნებრივი საღებავი (მაგალითად, ხნა). თმის გაუფერულება (გათეთრება) კატეგორიულად არ არის რეკომენდებული;
  • სალონში თუ სახლში თმის შეღებვისას ორსული უნდა იჯდეს უფრო მეტად ვენტილირებულ ადგილას ან ფანჯარასთან, რათა ნაკლებად ჩაისუნთქოს არასასიამოვნო სუნის მქონე, ტოქსიკური საღებავის სურნელი.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!