როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება და რატომ გაგიმართლათ თუ ფოტოს გადაღება გიყვართ?

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება და რატომ გაგიმართლათ თუ ფოტოს გადაღება გიყვართ?

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

წარმოადგენს როგორც ბიოლოგიურ, ისე შემეცნებით პროცესს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მხედველობით, სმენით, ტაქტილურ (შეხებითი) მეხსიერებას.

ურთულესი და ძალიან საინტერესო ფენომენია, რომლის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება.

არსებობს ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერება. პირობითად დაყოფილი სახეები განსაზღვრავს შემდეგს – ხანმოკლე მეხსიერების დროს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში იმახსოვრებს, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის მოვლენა მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ავიწყდება.

ჩვენი მკითხველი ხშირად ინტერესდება იმით, შესაძლებელია თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტატია ამ თემას მივუძღვნათ. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე გირჩევთ:

  • თუ დროს ისეთ ოთახში ატარებთ, სადაც საკმარისი განათება არაა, ტვინის სტრუქტურა იცვლება. მსგავსი განათების გამო ინფორმაციის დამახსოვრებისა და შესწავლის უნარი მნიშვნელოვნად ქვეითდება;
  • თუ გსურთ, რომ ახალი ინფორმაცია მარტივად აითვისოთ და დიდხანს დაიხსომოთ, ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ;
  • შვებულება მეხსიერების გაუმჯობესებისა და ტვინის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ასევე თუ ფოტოს გადაღება თქვენი ჰობია, ძალიან გაგიმართლათ. შვებულების დროს თქვენ მიერ აღბეჭდილი კადრი მეხსიერების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ნიჟარა, რომელიც ფოტოაპარატით გადაიღეთ იმ სანაპიროს შეგახსენებთ, სადაც ირუჯებოდით და გონებაში სასიამოვნო ისტორია/ისტორიები ამოტივტივდება, რესტორანში გადაღებული „სელფი“ იმ გემრიელ კერძს მოგაგონებთ, რომელიც საღამოს სეირნობისას დააგემოვნეთ და სხვა;
  • მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ შეისწავლოთ უცხო ენა, თუნდაც დამოუკიდებლად;
  • სასარგებლოა კროსვორდების შევსება, ნებისმიერი ტიპის თამაში, რომელიც გონების გავარჯიშებას ემსახურება, ყოველდღიურად ახალი ინფორმაციის კითხვა;
  • ფიზიკური აქტივობა მხოლოდ ტანადობის შენარჩუნებაში არ დაგეხმარებათ, სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლოა ტვინისთვის და განსაკუთრებით მეხსიერებისთვის. ვარჯიში ბუნებრივი გზით ახდენს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, შედეგად კი უმჯობესდება თავის ტვინის უჯრედების, ნეირონების ფუნქცია;
  • მეხსიერებას ძალიან უყვარს მზის სხივები (რასაკვირველია, დაუშვებელია ზაფხულში, შუადღის მზეზე ყოფნა);
  • მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონი. ტვინისთვის სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ამ ტიპის რაციონი მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, ლობიოთი, თხილეულით. კერძისთვის გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი. ტვინისთვის ასევე სასარგებლოა რძის პროდუქტები და თევზი;
  • შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, მაგრამ ზომიერად მიიღეთ ყავა.  

გისურვებთ ჯანმრთელობას!