- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ალუჩას ხშირად მიირთმევთ?
ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ხილის სია სწორედ რომ ალუჩით იწყება.
ალუჩა უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, არაა რეკომენდებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანების დროს.
რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ გიყვართ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს გიწყობთ, ალუჩა თამამად შეგიძლიათ მიირთვათ.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა კოპალეიშვილი.
წარმოგიდგენთ ალუჩის სასარგებლო თვისებებს:
- ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას;
- მაღალი მჟავიანობის გამო ძალიან სასიამოვნოა მისი მიღება ნაბახუსევისას;
- იგი გამოიყენება ავიტამინოზის და ყაბზობის დროს;
- რეკომენდებულია მისთვის, ვინც დიეტას იცავს;
- მდიდარია ვიტამინებითა (პროვიტამინი A, B ჯგუფი, PP და E ვიტამინი) და მინერალებით (კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა და ფოსფორი);
- მასში შემავალი A და C ვიტამინები უძლიერესი ანტიოქსიდანტებია – ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, ორგანიზმს იცავენ გარე ნეგატიური ფაქტორებისაგან, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას;
- ვინაიდან გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, წარმოადგენს გულის დაავადებების საპროფილაქტიკო ერთ–ერთ საშუალებას;
- ალუჩა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი ეფექტი;
- მისი ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს;
- მისი ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციების, გრიპისა და ხველების დროს;
- კარგი საშუალებაა პროსტატის დაავადებების სამკურნალოდ.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ენდოკრინოლოგს ანა კოპალეიშვილს ნომერზე 599507700.
გისურვებთ ჯანმრთელობას!