რა არის ვირტუალური ტური?
ვირტუალური ტურის მეშვეობით საშუალება გეძლევათ, სახლიდან, ოფისიდან გაუსვლელად დაათვალიეროთ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“. ვირტუალური ტურით შეიტყობთ თუ რომელი თანამედროვე აპარატურითაა კლინიკა აღჭურვილი, რა ტიპის სერვისებია დანერგილი. ვირტუალური ტურით გაიცნობთ კლინიკის ექიმებს, გადაადგილდებით სხვადასხვა კაბინეტში.
კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც პაციენტები 24 საათის განმავლობაში სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით.
კლინიკა გთავაზობთ სრულფასოვან, მრავალკომპონენტიან სამედიცინო მომსახურებას. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გამოცდილ ექიმთა გუნდი, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი.