გადაამოწმეთ სწორად სვამთ თუ არა წყალს?

გადაამოწმეთ სწორად სვამთ თუ არა წყალს?

წყალი გამოირჩევა როგორც სასარგებლო, ისე სამკურნალო თვისებებით.

წყლის მიღების ნორმა ინდივიდუალურია, საშუალოდ გავრცელებული და მიღებულია დღეში 2 ლიტრი წყალი (8 ჭიქა). ალბათ იკითხავთ ყველამ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოსო? ენდოკრინოლოგთა მოსაზრებით, წყლის რეკომენდებული რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის კლიმატზე, წონაზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე.

წყლის სწორად მიღების წესზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი.

ძვირფასო მკითხველო, გადაამოწმეთ სწორად სვამთ თუ არა წყალს – წყლის სწორად მიღების წესი ასეთია:

  • დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი მთელი დღის განმავლობაში ყოველ 1-1.5 საათში ერთხელ,  მცირე ყლუპებით;
  • მიიღეთ წყალი მგზავრობის წინ;
  • დალიეთ წყალი ვარჯიშის წინ, უშუალოდ ვარჯიშის დროს და ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც;
  • თუ შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ, წყალი დალიეთ. ადამიანს ხშირად შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება ერთმანეთში ერევა და საკვებს იღებს, სინამდვილეში კი ორგანიზმი მხოლოდ წყალს ითხოვს;
  • დილით, გაღვიძების შემდეგ რეკომენდებულია 1-2 ჭიქა ონკანის წყლის მიღება. ამ გზით ნაწლავებს გაწმენდთ და შეკრულობისგანაც თავს დაიცავთ; 
  • ორგანიზმი კვებამდე 30-40  წუთით ადრე წყალს ითხოვს. ამ ხერხით კუჭი ადვილად ტყუვდება და დანაყრების შეგრძნებაც ადრე ჩნდება, შედეგად კი წონა იკლებს ან ჯანსაღი წონა ნარჩუნდება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლისა და მონელების პროცესი.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგს ანა მამასახლისს ნომერზე 595 58 89 55. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!