- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ოქროსფერი შემოდგომა ამ გემრიელი ხილით გვანებივრებს.
ყურძენი დაკომპლექტებულია უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებებით, მძლავრი მცენარეული ნაერთებით (გამოვლენილია 1600–ზე მეტი სასარგებლო მცენარეული ნაერთი), ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით. გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტად მუქი შეფერილობისაა ყურძენი, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი.
„ყურძენი გამოირჩევა შემდეგი მძლავრი ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით: რესვერატროლი, ვიტამინი C, ბეტა კაროტინი, ქვერცეტინი, ლუთეინი, ლიკოპენი, ელლაგის მჟავა, კატექინები, ანთოციანინი. ამერიკის კიბოს საზოგადოების მიხედვით, რესვერატროლი აღიარებულია მძლავრი ანტისიმსივნური მოქმედების მქონე ანტიოქსიდანტად. გამოქვეყნებულია გარკვეული კვლევები, რომლის თანახმადაც, ყურძნის რეგულარული მიღება აქვეითებს მსხვილი ნაწლავის, ძუძუსა და პროსტატის კიბოს, ალცჰაიმერის დაავადებების განვითარების რისკს ვირთაგვებში, თუმცა ადამიანებში მსგავსი კვლევების რაოდენობა ამ ეტაპზე შეზღუდულია. ყურძენში ანტიოქსიდანტები ნარჩუნდება დუღილის შემდეგაც, ამიტომაა ცნობილი წითელი ღვინო სასარგებლო“ – აცხადებს ენდოკრინოლოგი.
წარმოგიდგენთ ყურძნის სასარგებლო თვისებებს:
- აქვეითებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. სასარგებლოა არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ამცირებს საერთო და „ცუდი“, ანუ დაბალი სიმკვრივის (LDL) ქოლესტერინის დონეს, ზრდის „კარგი“, ანუ მაღალი სიმკვრივის (HDL) ქოლესტერინის მაჩვენებელს;
- სასარგებლოა გლაუკომის, კატარაქტას და ასაკთან დაკავშირებული თვალის სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ყურძენი შეიცავს 2 მთავარ ანტიოქსიდანტს (ზეაქსანტინი და ლუთეინი), რომელსაც აქვს ბადურის დამცველობითი ეფექტი;
- აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების, კონცენტრაციის უნარს, გუნება–განწყობილებას;
- კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ფოსფორის, მანგანუმისა და K ვიტამინის შემცველობის გამო სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის;
- დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე;
- სასარგებლოა კანისა და თმის სტრუქტურისთვის.
ყურძნის უარყოფითი მხარე
ყურძენი გამოირჩევა ნახშირწყლების მაღალი შემცველობით, რის გამოც სისხლში გლიკემიის (შაქრის) მატებას იწვევს, შესაბამისად, არაა მიზანშეწონილი შაქრიანი დიაბეტის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!