- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
სითხე, როგორც სამედიცინო ისტორიის განუყოფელი ნაწილი
იცოდით, რომ მსოფლიოში წამში 25,000 ფინჯანი ჩაი და დღეში ორ მილიარდზე მეტი ფინჯანი ყავა ისმება?! დიახ, კაცობრიობისთვის ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის სწორედ ეს ორი სითხეა, რომელთა ისტორიაც სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იღებს და, უფრო მეტიც, იმდროინდელი სამედიცინო სამყაროს განუყოფელი ნაწილიც გახლდათ. როგორც ანტიკური ჩინური ისტორია მოწმობს, მწვანე ჩაის ფოთლებს ჯერ კიდევ ძვ.წ აღრიცხვით 1500 წელს იყენებდნენ მედიცინაში.
კოფეინი და მისი ზემოქმედება
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სითხე შეიცავს კოფეინს, ძლიერმოქმედ სტიმულანტს, რომელიც გვაფხიზლებს. აქედან გამომდინარე, გავრცელებული მითი, რომ გამოსაფხიზლებლად ყავის დალევა ჯობს, ტყუილია. მათ შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ერთ ფინჯან ყავაში არსებული კოფეინი ჭიქა ჩაის კოფეინის რაოდენობას აღემატება, ამიტომ ის მყისიერად გვაფხიზლებს, ჩაი კი ნელ–ნელა, შედარებით გვიან.
კოფეინის სასარგებლო თვისებები და გადაჭარბებული ზოდა
ასევე, გახსოვდეთ, რომ კოფეინი არა მარტო გაფხიზლებთ, თქვენს ორგანიზმს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისგანაც იცავს! სწორედ ამიტომ ითვლება ეს ორი სითხე სასარგებლო სასმელად და ალბათ, ამიტომაც იყენებდნენ ანტიკურ ჩინეთში, ეთიოპიასა თუ ინდოეთში სამედიცინო დანიშნულებით.
ახლა კი, უფრო კონკრეტულად კოფეინის შემცველი მცენარეების დადებით მხარეზე:
- შეიცავენ განსხვავებული ტიპის პოლიფენოლებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ის კი, ჩვენს ორგანიზმს გულის პათოლოგიებისა და კიბოს განვითარებისგან იცავს;
- 9 კვლევამ აჩვენა, რომ მათი რეგულარულ მოხმარებას მინიმუმამდე დაყავს ადამიანის ორგანიზმში ტიპი 2 დიაბეტის განვითარება;
- ორივე სითხე ძალიან კარგია ჭარბი წონის წინააღმდეგ და ორგანიზმში მომატებული ქოლესტერინის დასარეგულირებლად;
მოგეხსენებათ, გვერდითი ეფექტი ყველაფერს აქვს და არც ეს ორი სითხეა გამონაკლისი. გაითვალისწინეთ, კოფეინის დღიურ დოზად ჩაისა თუ ყავის 3-4 ფინჯანი ითვლება! ამიტომ, მოგახსენებთ, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული ოდენობით მიღებულმა კოფეინმა:
- შფოთვა და მოუსვენრობა;
- სტრესი და უძილობა;
- გულძმარვა;
- გართულება ორსულობის დროს – მუცლის მოშლა ან მცირე წონიანი ჩვილის დაბადება;
- თავბრუსხვევა.
ჩაის სამკურნალო თვისებები
ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ ორივე მცენარის ნაყოფისგან ჯანსაღი სასმელი მიიღება და რეგულარულად, ზომიერების ფარგლებში მათი მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის კარგიც კია. თუმცა, არსებობს დეტალები, რომელშიც ერთი შეხედვით ჩაის უპირატესობა გამოიკვეთება და ალბათ, ეს ყველაფერი მისი ჯიშების სიმრავლით აიხსნება. იცით, რომ მრავალი სახეობის ჩაი არსებობს.
ახლა კი, გიჩვენებთ ჩაის რამდენიმე სახეობას და მათ სამედიცინო ღირსებებს განგიმარტავთ:
ჩაი ჰიბისკუსი – დაბლა წევს სისხლის წნევას და კარგია ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად. ასევე, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას.
მწვანე ჩაი – ხელს უშლის სისხლის შედედებას და არეგულირებს მომატებულ ქოლესტერინს ორგანიზმში. ასევე, ეფექტურია მკერდის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ.
ჩაი რუიბო – წითელი ბუჩქი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იზრდება და უწოდებენ წითელ ჩაისაც. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, არ შეიცავს კოფეინს. ძალიან კარგია კარდიოლოგიური პათოლოგიების განვითარებისაგან თავდაცვის მიზნით. 40 ჭარბწონიან ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 6 ფინჯანი რუიბოს მიღების შემდეგ ქოლესტერინის მაჩვენებელი გაუუმჯობესდათ!
ასევე, არსებობს ჩაის ბუჩქისგან განსხვავებული მცენარეთა სახეობები, რომელთა ნაყენსაც ამზადებენ, ჩაის მსგავსად სვამენ და ჯანმრთელობისთვის უებარი თვისებებით გამოირჩევიან. მაგალითად, ასეთებია:
გვირილის ჩაი – აღიარებულია, რომ ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილს და ხსნის კუნთების სპაზმს. ასევე, კარგია მოდუნებისა და ძილის გაუმჯობესებისათვის.
პიტნის ჩაი – შეიცავს მენთოლს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ფაღარათის წინააღმდეგ. ასევე, კარგია ყაზბობისა და გაღიზიანებული ნაწლავისთვის. ხსნის დაძაბულობას და შაკიკს.
ჯინჯერის ჩაი – ხელს უწყობს ოსტეოართრიტით გამოწვეულ სახსრების ტკივილის მოხსნას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ქრონიკული საჭმლის მომნებელი სისტემის სამკურნალოდაც.
საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩაი, ისევე ყავა სასარგებლო პროდუქტებია, რომელთა რეგულარული, მაგრამ ზომიერი მოხმარება არანაირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისთვის! მთელი მსოფლიო სვამს ამ მცენარეებისგან მოხარშულ სითხეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი რეალური თვისებებისა და შესაძლებლობების შესახებ. სულ რომ არაფერი, იმედია, ამიერიდან ეს ინფორმაცია მარტივად გაგაცემინებთ პასუხს მასპინძლის კითხვაზე – ყავა თუ ჩაი?!
გისურვებთ ჯანმრთელობას!