აი, რატომ უნდა გაიხადოთ სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი

აი, რატომ უნდა გაიხადოთ სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი

ბაქტერია ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია, რომელიც დედამიწაზე ყველგან არსებობს ნიადაგსა და დედამიწის წიაღში, წყალსა თუ ატმოსფეროში.

ყველა ბაქტერია როდია დაავადების გამომწვევი, ბევრი მათგანი უსაფრთხოა და მეტიც, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, მაგრამ ბუნებაში არსებობს მძიმე ინფექციური დაავადებების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმები.

ბაქტერიული ინფექციების უდიდესი წილი საყოფაცხოვრებო პირობებში ვითარდება. მიკროორგანიზმებით კოლონიზაციას განიცდის ადამიანის კანის საფარველი, ზედა სასუნთქი გზები, პირის ღრუ, ნაწლავები, საშარდე სისტემა და ა.შ.

რეკომენდებულია, სახლში შესვლისთანავე გაიხადოთ ფეხსაცმელი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი ნანა დიდიძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

უამრავი პათოგენური ბაქტერიის გარდა გარემოში ათასობით მაღალი ტოქსიკურობით გამორჩეული ქიმიური ნივთიერებები ხვდება. ისინი ძირითადად წყალსა და ნიადაგში გროვდება. ყოველივე ამის გამო, იმ ფეხსაცმლით სახლში შესვლა, რომელიც ქუჩაში გეცვათ, არაა სასურველი. ქუჩიდან შეტანილი უამრავი ბაქტერია ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. 

გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმლის ძირზე 400 000–ზე მეტი ბაქტერია თავს კომფორტულად გრძნობს, მათ შორის ნაწლავის ჩხირი. ეს ბაქტერია კუჭ–ნაწლავში მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ფეხსაცმლის ძირზე დაბუდებული მავნე ბაქტერიები მარტივად ვრცელდება ხალიჩასა და იატაკზე. საკმარისია, ამ ინფიცირებულ ზედაპირს შეეხოთ და უსიამოვნო დისკომფორტიც თავს იჩენს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგს ნანა დიდიძეს ნომერზე 577 09 13 77.

გისურვებთ ჯანმრთელობას!