რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასვენებისას ინტოქსიკაციისგან დაგიცავთ

რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასვენებისას ინტოქსიკაციისგან დაგიცავთ

ზაფხული ინტოქსიკაციისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია.

როგორც წესი, დასვენების პერიოდში ადამიანები დროის დაზოგვის მიზნით, უპირატესობას ანიჭებენ მზა პროდუქტებს, სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს.

კვებითმა ინტოქსიკაციებმა, თუ ნაწლავურმა ინფექციებმა ნანატრი შვებულება რომ არ გაგვიფუჭოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას დავლევთ და მივირთმევთ.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი.

სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაცია:

  • ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით;
  • მიირთვით დიდი რაოდენობით კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული, თერმულად დამუშავებული ხორც-პროდუქტი;
  • მოერიდეთ ცხიმიან, ღია ცის ქვეშ და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებს და მით უფრო ხორციანს, ასევე შებოლილ, ნახევრად შებოლილ და დაკონსერვებულ პროდუქტებს;
  • რაციონში შეზღუდეთ ტორტი და კრემიანი ნამცხვრები, რადგან მალფუჭებად პროდუქტს განეკუთვნება;
  • ვიდრე რძეს ან რძის პროდუქტებს შეიძენთ, კარგად დააკვირდით შენახვის პირობებსა და ვადას;
  • ხშირად დალიეთ წყალი;
  • ზაფხულის პერიოდში ალკოჰოლური სასმელებით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!