- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
საქართველო ზამთრის კურორტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
თუ სამთო–სათხილამურო კურორტზე დასვენებასა და თხილამურით სრიალს გეგმავთ, გაითვალისწინეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრაქტიკული რჩევები.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ორაგველიძე.
კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
- დაუშვებელია, რომ ოფისში დასაქმებულმა თხილამურით სპეციალური, სათანადო მომზადების გარეშე ისრიალოს. არაა მიზანშეწონილი, რომ დამწყებმა მოთხილამურემ სრიალს თავიდანვე დიდი დრო დაუთმოს, რადგან ზედმეტი დატვირთვა სერიოზული გამოწვევაა მუხლის იოგოვანი აპარატისთვის, შესაბამისად, იზრდება გადაძაბვის რისკი, რაც ხშირ შემთხვევაში მუხლის სახსრის ანთებითი პროცესებისა და მიკროტრავმების მიზეზიც კი ხდება;
- გაიარეთ კონსულტაცია ინსტრუქტორთან;
- ისარგებლეთ ხარისხიანი ეკიპირებით;
- ისარგებლეთ დამცავი ჩაფხუტით. ამ გზით თავს დაიცავთ თავისა და სახის ტრავმისგან;
- შეარჩიეთ კლიმატის შესაბამისი სამოსი;
- მთაში დამწვრობის პრევენციის მიზნით, ისარგებლეთ მზისგან დამცავი კრემითა და სათვალით;
- კარგად შეისწავლეთ რელიეფი, სრიალისთვის განკუთვნილი ზოლი, მოერიდეთ სახიფათო ადგილებს;
- არ ისრიალოთ ნასვამმა, რადგან ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აქვეითებს და ადუნებს რეაქციას;
- თუ თავს კომფორტულად არ გრძნობთ ან დაღლილი ხართ, ნუ ისრიალებთ;
- ნებისმიერი ტრავმისას პირველი დახმარება იმობილიზაციაა (დარჩით უმოძრაოდ). ამ დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ უახლოეს სპეციალიზირებულ კლინიკაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ ორაგველიძეს ნომერზე 577 32 77 00.
გისურვებთ ჯანმრთელობას!