- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ძაღლებში იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორი
იცოდით რომ, 1958 წელს, ქირურგმა უილიამ ჩარდაქმა ინჟინერ უილსონ გრეითბაჩთან ერთად, პირველი კარდიოსტიმულატორის იმპლანტირება ძაღლის ორგანიზმში გააკეთა?!
ჩარდაქმა და გრეითბაჩმა მისი ცხოველში იმპლანტირებიდან კიდევ ორი წელი იმუშავეს მის დახვეწაზე, რათა შექმნილიყო პორტატული მოდელი, რომელიც თავისუფლად მოთავსდებოდა ადამიანის ორგანიზმში და რაც შეიძლება დიდხანს გამოეცა რიტმული პულსი და ემუშავებინა გული.
1960 წელს კი, 77 წლის მამაკაცს პირველი კარდიოსტიმულატორის იმპლანტირება გაუკეთეს და მან 10 თვე იცოცხლა. ამავე წელს, კიდევ 9 პაციენტს ჩაუტარდა მსგავსი ქირურგიული ჩარევა და საბოლოოდ, მათგან რამდენიმემ 20 წელი იცოცხლა.
ჩარდაქისა და გრეითბაჩის მიერ შექმნილი კარდიოსტიმულატორი იყო პირველი, რომელიც კომერციულ წარმოებაში ჩაეშვა და ღირსეული ადგილი დაიკავა XX საუკუნის მედიცინაში! მათი დამსახურებაა, რომ დღეს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გული უცემს და ცოცხლები არიან!