- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ძილის დანიშნულება ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენაა.
ზრდასრულს 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს. უძილობის გამო იზრდება დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ნევროლოგიური პრობლემების განვითარების რისკი.
ამ დროს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად ქვეითდება – დაღლილია, გაღიზიანებული და საქმეზე კონცენტრირება უჭირს.
თუ ვერ იძინებთ ან ღამით ხშირად გეღვიძებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს კონსულტაციისთვის.
ვიდრე ნევროლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას მოგაწვდით:
- ძილის წინ მობილურით, ტელევიზორითა თუ ლეპტოპით არ ისარგებლოთ. დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე უარი თქვით თანამედროვე ტექნოლოგიებზე;
- სომნოლოგთა (სომნოლოგია – მეცნიერების დარგი, რომელიც ძილს შეისწავლის) აზრით, საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს საათი;
- არ დალიოთ საღამოს ყავა, რადგან ეს გემრიელი სასმელი კოფეინს შეიცავს;
- შეეცადეთ, დაახშოთ ნებისმიერი ტიპის ხმაური და თუ საჭირო გახდა ხმაურის დასახშობი სპეციალური საცობიც გამოიყენეთ;
- მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი, მოერიდეთ დღის განმავლობაში დაძინებას;
- გაითვალისწინეთ, რომ სინათლე ახშობს ძილის ჰორმონის მელატონინის დონეს, შესაბამისად, აუცილებელია საძინებელში დაჩრდილოთ ნებისმიერი ტიპის სინათლე. რეკომენდებულია ძილისთვის განკუთვნილი თვალის ნიღაბიც;
- რელაქსაციისთვის ძილის წინ დალიეთ პიტნის ან გვირილის ჩაი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!