- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
D ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.
D ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.
მას მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ. ძალიან სასარგებლოა ძვლისა და კბილების ზრდა-განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის, დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე, გვეხმარება კალციუმის ათვისებაში.
როგორც წესი ამ ვიტამინის დეფიციტით იტანჯებიან ოფისში დასაქმებულები, რომლებიც დღის დიდ მონაკვეთს კომპიუტერის წინ ატარებენ.
D ვიტამინის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე.
D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- ძვლისა და კუნთის მწვავე ტკივილი;
- ენერგიის დაქვეითება იმ დონემდე, რომ პიროვნებას უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
- დაქვეითებული იმუნური სისტემა;
- განწყობის ცვლილება;
- თმის ცვენა.
D ვიტამინი დიდ გავლენას ახდენს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავების მიზეზია. რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დეპრესია, აუტოიმუნური დაავადებები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა განვითარების რისკიც იზრდება, როცა ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობა საკმარისი არაა.
D ვიტამინის მიღება ტაბლეტის სახით თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია! თუ ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, სასურველია, მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, კლინიკის ლაბორატორიაში ჩაიტაროთ სპეციალური ანალიზი, რომელიც სისხლში D ვიტამინის განსაზღვრას გულისხმობს. სწორედ ანალიზის პასუხის შესაბამისად, ენდოკრინოლოგი ამ ვიტამინის ადეკვატურ დოზას დაგინიშნავთ.
D ვიტამინის დეფიციტის სკრინინგი რეკომენდებულია ჩატარდეს მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებში, მაგალითად: ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები, მალაბსორბციის სინდრომის მქონე ადამიანები, ჭარბწონიანები, პირები D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მქონე დარღვევებით, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით.
გაითვალისწინეთ, რომ D ვიტამინის მიღების პირდაპირი და ბუნებრივი წყარო მზის სხივებია. სასურველია, მზიან ამინდში დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, რადგან სწორედ ამ გზით შეითვისებს ორგანიზმი D ვიტამინს.
ასევე ამ ვიტამინს შეიცავს: ორაგული, კვერცხის გული, რძე, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი. რასაკვირველია, სასარგებლოა ეს რაციონიც, მაგრამ D ვიტამინი კანში წარმოიქმნება და სისხლში ორჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება მაშინ, როცა ადამიანი მზის სხივებით ტკბება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55.
გისურვებთ ჯანმრთელობას!