- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
პანიკური შეტევა ფსიქო–ნევროლოგიური დარღვევაა, რომლითაც ბევრი ადამიანი იტანჯება.
შეტევებს შორის ადამიანს იპყრობს ერთგვარი შფოთვა და წინასწარ ნერვიულობს, რომ შეტევა ისევ დაემართება. ეს უსაფუძვლო შიში ხშირად გამხდარა მორიგი შეტევის მიზეზი. პანიკური შეტევა დიდ გავლენას (უმეტესად ნეგატიური) ახდენს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიეროთ უმთავრესი რამ – ასეთი შეტევებისას რეალური საფრთხე არ გემუქრებათ და სინამდვილეში თავადვე შეგიძლიათ გააკონტროლოთ პროცესი.
პანიკური შეტევის პრევენციის მეთოდებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათული გუბელაძე.
ნევროლოგი გირჩევთ:
- სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები;
- მოადუნეთ კუნთები;
- გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე, მაგალითად, დაალაგეთ სახლი, დარგეთ მცენარე, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ სასიამოვნო მელოდიას და სხვა;
- არ იღელვოთ, მოდუნდით;
- უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე;
- მინიმუმამდე დაიყვანეთ კოფეინის შემცველი სასმელებისა და პროდუქტის მიღება;
- სიფრთხილით მოეკიდეთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებას;
- თავი აარიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლილობას;
- არ მოიკლოთ ღამის მშვიდი ძილი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული
ცენტრის ექიმ ნევროლოგს თათული გუბელაძეს ნომერზე 577 31 77 74.
გისურვებთ ჯანმრთელობას!