კიტრი – სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

კიტრი – სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც კიტრი არ უყვარდეს.

მისი პოპულარობა არაა გასაკვირი, რადგან არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა.

რატომ უნდა მივირთვათ კიტრი? ამ შეკითხვით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს.

წარმოგიდგენთ კიტრის სასარგებლო თვისებებს:

  • 90%–ით წყლისგან შედგება. საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო დღის განმავლობაში ხშირად არ/ვერ სვამენ წყალს;
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ დერმატოლოგიური კუთხითაც, კერძოდ, ნიღბის სახით დაიტანოთ სახის კანზე;
  • კიტრი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, შესაბამისად, საუკეთესო წამალია თირკმლის ფუნქციონირებისთვის;
  • მდიდარია A, B და C ვიტამინებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმუნიტეტისა და საჭმლის მონელების პროცესისთვის;
  • თუ ჯანსაღი, ნორმალური წონის შენარჩუნება ან ჭარბი წონის დამარცხება გსურთ, თქვენი კვების რაციონში კიტრი აუცილებლად უნდა იყოს;
  • კიტრის შემადგენლობაშია კვარცი – ეს მინერალი ჯანმრთელი ფრჩხილებისა და მბზინვარე თმის საწინდარია.  

გისურვებთ ჯანმრთელობას!