- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
წყლის ენერგეტიკული ღირებულება ადამიანის სხეულისთვის
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის 60%-ზე მეტი რომ წყლისგან შედგება. ისიც ცნობილია, რომ ადამიანს საკვების გარეშე ერთი თვე შეუძლია იცოცხლოს, უწყლოდ კი ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს. თუმცა, ჩვენი ცოდნა წყლის შესახებ ღრმა და საფუძვლიანი რომ იყოს, ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად ლუდსა და სხვა გაზიან სასმელებს, მითუმეტეს, ვითომდა ენერგეტიკულ სითხეებს არ მივეძალებოდით. ახლა კი, ამ სტატიით ვეცდებით წყალზე ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მის გარდა სხვა სასმელის ყიდვის სურვილი აღარ გაგიჩნდეთ.
დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
ზოგადად, ჩვენს სხეულს წყალი აგრილებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ზაფხულში, ფიზიკური აქტივობისა თუ კლიმატის გამო, ვიოფლებით. თუ სიცხეში ჭარბი რაოდენობით წყალს არ დავლევთ, ამან შესაძლოა, დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. გაუწყლოების სიმპტომები კი ასე გამოიყურება:
- ძლიერი წყურვილის გრძნობა;
- მუქი და მძაფრი სუნის მქონე შარდი;
- მშრალი პირი,
- თვალების, კანის, ტუჩების სიმშრალე;
- თვალებში დაბინდება, გონების დაკარგვა.
დეჰიდრატაცია შესაძლოა, უფრო მარტივად მოხდეს თუ:
- გაქვთ დიაბეტი;
- დიდ დროს გაატარებთ სიცხეში;
- გამოყოფთ დიდი რაოდენობით ოფლს;
- მიიღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.
ადამიანის სხეული საუკეთესოდ ფუნქციონირებს გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში და როდესაც სხეული, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკმარისზე მეტად ხურდება, მას გაგრილება ჭირდება. ამისათვის კი, ორგანიზმი რამდენიმე მეთოდს იყენებს და ერთ-ერთი სისხლძარღვების გაფართოვებაა, რა დროსაც სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს და ჩვენი სხეულიდან მეტი სიმხურვალე გამოიყოფა. ასევე, სხეული გადახურებისგან თავის დაცვას ოფლის გამოყოფით ცდილობს. სწორედ ზედმეტი ოფლიანობა იწვევს გაუწყლოებას ორგანიზმში. მეტად ვიოფლებით, როდესაც ძალიან ცხელა, მითუმეტეს, თუ სიცხეში ვმუშაობთ ან ვვარჯიშობთ. ამ დროს წყლის დალევა კი, ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის შევსებას უწყობს ხელს.
სასმელი წყლის უპირატესობები სხვა ნებისმიერი სახის სასმელთან მიმართებაში
ასეთია წყლის დადებითი მხარეები:
- მოჰყავს თქვენი კუნთები ტონუსში;
- აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს;
- პირდაპირ მოქმედებს განწყობაზე;
- გეხმარებათ თავიდან აირიდოთ მრავალი დაავადება;
- აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს;
- ხელს უწყობს თირკმელებიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას;
- აჯანსაღებს კანს;
- არეგულირებს სხეულის შიდა ტემპერატურას;
- ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის „შეზეთვასა“ და გაჯანსაღებას;
- გეხმარებათ შარდისა და ოფლის გზით დაკარგული ენერგიის აღდგენაში.
რა რაოდენობის წყალი დავლიოთ ყოველდღიურად?!
მოგეხსენებათ, არსებობს წყლის მიღების წესიც. კერძოდ, დადგენილია, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველდღიურ დოზად, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. თუმცა, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ოფიციალურ ცხრილს, სადაც მითითებულია ყოველდღიურად დასალევი წყლის საჭირო ოდენობა ადამიანის წონის მიხედვით:
სასმელი ათასნაირი არსებობს: გაზიანი, ალკოჰოლური, ე.წ „ნატურალური“ თუ ენერგეტიკული. დიახ, ისინი შეიცავენ წყალს, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს, თუმცა, ამას გარდა, მათში არის უამრავი ქიმიური მინარევი, მათ შორის, ტოქსიკური ნივთიერებებიც, რომლებიც წყლის მაგივრობას კი არ სწევენ, პირიქით, უფრო მეტად გვაწყურებენ წყალს და მათი რეგულარული მოხმარება, სამომავლო პერსპექტივაში უამრავი დაავადების საწინდარია!
ამიერიდან, ნამდვილად გეცოდინებათ წყლის ყველა დადებითი თვისება და ის, თუ რატომ არის საუკეთესო სასმელი და რითი ჯობს სხვა ნებისმიერი სახის ტკბილ, ალკოჰოლურ თუ ენერგეტიკულ სასმელ წვენებს! მითუმეტეს, ზაფხულის ცხელ დღეებში არაფერია ადამიანის ორგანიზმისთვის წყალზე საჭირო და მნიშვნელოვანი. ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ის პირდაპირ ემსახურება ჩვენი ორგანიზმის გაგრილებას!