- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ყავა მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული სასმელია.
რეკომენდებულია მიირთვათ ყოველგვარი ხელოვნური დანამატის გარეშე. გახსოვდეთ, რომ ამ გემრიელ სასმელში კოფეინის გაცილებით მაღალი კონცენტრაციაა და არ არის სასურველი მიიღოთ გვიან საღამოს, რადგან დიდია უძილობის რისკი.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა კოპალეიშვილი.
ყავა ძლიერი ანტიოქსიდანტია. მდიდარია არაერთი ვიტამინითა და მინერალით, მაგალითად, მის შემადგენლობაშია:
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი);
- ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა);
- ვიტამინი B1 (თიამინი);
- ფოლატი;
- ფოსფორი;
- მანგანუმი;
- კალიუმი;
- მაგნიუმი.
ყავის დადებითი თვისებებია:
- ხსნის დაღლილობას;
- აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, გუნება–განწყობილებას;
- გამოირჩევა ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტით;
- ხელს უწყობს წონის კლებას;
- ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყავის დახმარებით შესაძლებელია პარკინსონის, ალცჰაიმერის, დემენციის, კოგნიტური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის, პოდაგრასა და ნაღვლკენჭოვანი დაავადებების პრევენცია.
დიდი რაოდენობით ყავის მიღების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს:
- უძილობა;
- გაღიზიანებადობა;
- პერისტალტიკის გაძლიერება;
- კუნთოვანი მასის დაშლა;
- ყავაზე დამოკიდებულება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- გახშირებული გულისცემა;
- დაღლილობა;
- ხშირი შარდვა;
- ოსტეოპოროზი.
გაფრთხილება!
ექიმის ნებართვის გარეშე ყავის დალევა აკრძალულია თუ სვამთ ანტიბიოტიკებს, სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!